„ქართული მარში“: მამუკა ხაზარაძეს ბრალს ვდებთ სეპარატისტული ტენდენციების, სეპარატისტული ჯგუფების დაფინანსებაში

„ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ თავმჯდომარე, სანდრო ბრეგაძე და პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას სეპარატისტულად განწყობილ ჯგუფებთან კავშირსა და მათ დაფინანსებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ბრეგაძემ და შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მათი თქმით, ამ ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს, მარნეულში , აზერბაიჯანელი მწერლისა და ბოლშევიკის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გამართულ აქციაში „ქართულ მარშს“ უნდა მიეღო მონაწილეობა და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაზე გარკვეული ზეწოლა მოეხდინა.
„მინდა, განვაცხადო, აღნიშნული აქცია ჩაატარა მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველმა, მეუფე გიორგიმ. მის ორგანიზებაში მონაწილეობას არ იღებდა არცერთი პოლიტიკური ძალა, მონაწილეოაბს არ იღებდა „ქართული მარში- ეროვნული მოძრაობა“. ყველა ის ინსინუაცია, რომელიც უკავშირდებოდა „ქართული მარშის“ თითქოსდა მსვლელობას ან რაიმე ტიპის ქმედებებს მარნეულის რაიონში არის ტყუილი და ცილისწამება.
მარნეულში მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, გაეღვივებინათ ეროვნული შუღლი და ხატავდნენ აპოკალიფტურ სურათს, თითქოსდა, „ქართული მარშის“ წევრები ამხედრებულები მივემართებოდით მარნეულისკენ, რათა იქ მოგვეხდინა გარკვეული ზეწოლა აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაზე. მიზანი ამ ყველაფრის იყო ის, რომ იქ მომხდარიყო პროვოკაცია, შეტაკება. ეს გადაზრდილიყო არეულობაში და ეს დაბრალებოდა „ქართულ მარშს“. ამის შემდეგ კი  არეულობის ფონზე გაჟღერებულიყო სეპარატირსული მოთხოვნები, რომელთა  უკანაც დგას საქართველოს მოღალატე მევახშეთა უსტაბაში, მამუკა ხაზარაძე.
ამ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს მამუკა ხაზარაძე, მისი ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია   – „ლელო“, გიგა ბოკერია და მისი ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია „ევროპული საქართველო“. მინდა, ცალსახად განვაცხადო ერთი რამ, მამუკა ხაზარაძე ძალიან ბინძურ და სახიფათო პროცესებშია ჩართული ლ, რომელიც არის არა მარტო მარნეულის რაიონში, არამედ ეს პროცესები გარკვეულ სათავეს იღებს საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც, ძირითადად, არაქართველი მოსახლეობაა. მე მამუკა ხაზარაძეს ბრალს ვდებ სეპარატისტული ტენდენციებისა და სეპარატისტული ჯგუფების დაფინანსებას. მამუკა ხაზარაძე ახორციელებს სეპარატისტული ტენდენციების დაფინასნებას. სეპარატისტულ ჯგუფებთან კავშირშია როგორც მამუკა ხაზარაძე, ასევე – გიგა ბოკერია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მარნეულის რაიონში დაძრწის ვინმე იმამკულიევის ბანდა. ეს ბანდა პირდაპირ გახლავთ საქართველოს სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლაიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც აღმოფხვრილი უნდა იყოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
შიხიაშვილი და ბრეგაძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ, მამუკა ხაზარაძის მიერ სეპარატისტული ჯგუფების შესაძლო დაფინასნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყონ.
„მამუკა ხაზარაძემ, ამ უსინდისო მევახშემ შეიტანა საჩივარი სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მარნეულის ფაქტთან დაკავშირებით „ ქართული მარშის“ წინააღმდეგ. მინდა, ვთქვა, რომ მამუკა მევახშეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან მარნეულის აქციის მიმდინარეობის დროს „ქართული მარში“ და მისი ლიდერები აბსოლუტურად სხვა ადგილას იმყოფებოდნენ. მაგრამ ამავე დროს ვთხოვ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, სამართალდამცველ ორგანოებსა და საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფო წესით დაიწყონ მამუკა ხაზარაძის მიერ სეპარატისტული ჯგუფების შესაძლო დაფინასნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება, გამოიკითხონ მოწმეები. დადასტურების შემთხვევაში, მამუკა ხაზარაძე და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი მიცემულ იქნან სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად იქცევიან ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე იქცეოდნენ მოღალატე ქართველები 90-იანი წლების დასაწყისში, როცა აფხაზი და ოსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ ან ხელს უწყობდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებას.
რაც შეეხება მტკიცებულებებს: „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ლიდერი, ვინმე იმამკულიევი აშკარად გამორჩეულია, როგორც სეპარატისტული იდეების მატარებელი ადამიანი. ასევე, „ლელოს“ მარნეულისა და ბოლნისის წარმომადგენლობა დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებსაც აქვთ სეპარატისტული მიმართულებები. ნებისმიერ ქართულ საქმეს, წამოწყებას, თუნდაც ავიღოთ ნარიმანოვის ძეგლის აღება და მის ადგილას იმ აზერბაიჯანელი პატრიოტების ძეგლის აღმართვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ, ეწინააღმდეგებიან ხაზარაძისა და ბოკერიას პარტიების წარმოამდგენლები, მათგან დაფინანსებული სეპარატისტული ჯგუფები“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ცნობისთვის, 16 ივლისს მარნეულის ცენტრში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მარნეულის თვითმმართველობისგან მოითხოვდნენ, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღოთ.

„რაც შეეხება ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს, მის პიროვნებას, იქნება მართლაც რაიმე დამსახურება აქვს ამ ადამიანს და დგას ეს ძეგლი?! არავითარი დამსახურება მას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მტრობის მეტი, ჩვენი წინაპართა სისხლის დაღვრის მეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობის ხელყოფის მეტი, სხვა როლი ჩვენი ქვეყნის წინაშე არაფერი არა აქვს, როგორც იმ გამყიდველ, ავადსახსენებელ გვარით ქართველებს სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს. მე ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, რასაც  ვიძახი. დაიდო საექსპერტო დასკვნა ჩვენი მეცნიერების, აკადემიკოსების და ირკვევა, რომ არამც თუ წითელ ტერორს შემოუძღვა ნარიმანოვი, ორჯონიკიძე, ავადსახსენებელი ფილიპე მახარაძე და სხვები ჩვენს ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ აქ დაბადებული კაცი იყო და ეთნიკურად აზერბაიჯანელი, დაასამარა ჯერ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, მერე დაასამარა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც ასევე სომხეთის. თქვენ იცით, მოეწყო მერე დევნა ყველა იმ მამულიშვილისა, ვინც ხმას აღიმაღლებდა ამ ყველაფრის წინაშე. თქვენ იცით? – სისხლში ჩაახშო ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყება, ყველა სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანლობდა ნარიმანოვი, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე. უფრო მეტს გეტყვით, ირკვევა, რომ ნარიმანოვს ხელი აქვს მოწერილი გამყიდველ ქართველ ფილიპე მახარაძესთან ერთად, მთელი ზაქათალის ოლქის გადაცემაში და გარეჯი-ქვემო ყარაიას ველების, საძოვრების გადაცემაში. გესმით, ხალხო, აი, ეს დამსახურება აქვს ნარიმანოვს“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები