მამუკა მდინარაძე: გამოცდილება და კომპეტენცია იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შევარჩიეთ

“გამოცდილება და კომპეტენცია იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შევარჩიეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდილი ადამიანები პარლამენტს ბევრს შემატებენ.

„ვცდილობთ, მათი პარლამენტში შემოსვლით უზრუნველვყოთ არა კონკრეტული ადამიანების კარგი კარიერა, არამედ რეალურად უზრუნველვყოთ ქვეყნის წარმატება. ასეთი კომპეტენციის, გამოცდილებისა და წარსულის ადამიანები, ბუნებრივია, ბევრს შემატებენ საქართველოს პარლამენტს. ამ ყველაფრით გაძლიერდება საპარლამენტო კონტროლი, პარლამენტის როლი, ეს ნიშნავს მეტ კონტროლს, მეტ ზედამხედველობას მთავრობაზე და მთავრობის კიდევ უფრო კარგ მენეჯმენტს. გათვითცნობიერებული გვაქვს პასუხისმგებლობა მომავალზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები