ანი გაბეჩავა: არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ,

“მინდა, მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია, რაც მოხდა. მეც ნამდვილად გამანადგურა ამ ყველაფერმა. ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც – გიორგისი”, – ამის შესახებ  გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთერთმა მოწმემ, ანი გაბეჩავამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გაბეჩავამ განაცხადა, ის ხელს არავის დააფარებს და საქმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ აქვს.

„ეს ყველაფერი უშუალოდ  მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა და ამის შემდეგ მეც ძალიან ცუდად ვარ, ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ეს მინდოდა მეთქვა. იცოდეთ, რომ არცერთი წამით არ მაქვს გულგრილი დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ, არცერთ მათგანს არ დავაფარებ ხელს და არ დავიცავ, ვინც ამ ყველაფერში დამნაშავეა. პირველ ყოვლისა, ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. სრულიად ახალ ეტაპზე გადავდიოდი, ვერც ეროვნულ გამოცდებზე გავედი, მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რაც მოხდა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გაბეჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები