გაბეჩავა: შაქარაშვილი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო და იქედან დავპატიჟეთ

ანი გაბეჩავას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი ჩხუბი არ მონაწილეობდა, არამედ ჩხუბში მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, – ამის შესახებ  გაბეჩავამ „ტვ პირველთან“ საუბარში განაცხადა.

„ჩემს ჩვენებებში წერია, რომ გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, რადგან არ შემიმჩნევია. ხედავთ თქვენც, რომ იმ 15- წუთიან კადრში მე არ ვჩანვარ საერთოდ, სადაც გიორგი იყო. მერე გავიგე, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ, რომ თურმე გიორგი აშველებდა და საბურთალოელების მხარეს იდგა. თვითონ არ ჩხუბობდა, უბრალოდ, აშველებდა ბავშვებს. როგორც მერე ირკვევა,  წაქაძე ირაკლის იცნობდა, ჰქონდათ ურთიერთობა და კიდევ ვინმეს თუ იცნობდა, არ ვიცი“, – განაცხადა გაბეჩავამ.

მისივე განცხადებით, დაბადების დღის წვეულების ყველა სტუმარი მისი დაპატიჟებული არ იყო, მათ შორის, არც გიორგი შაქარაშვილი, რომელსაც ლიზი ნადირაძემ მისწერა.

„მე ყველა პირს ვიცნობდი იქ, რაღაც შეხება მაინც მქონდა, მაგრამ იყო ბევრი ისეთი, რომელიც არ იყო დაპატიჟებული და ისე მოვიდა. შაქარაშვილი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო და იქედან დავპატიჟეთ. ვიცოდი, რა თქმა უნდა, რომ მოსვლას აპირებდა. 3-4-ჯერ მყავდა ნანახი, კარგი ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ ვიცნობდი. მე არ მიმიწერია, ჩემმა მეგობარმა, ლიზი ნადირაძემ მისწერა, უბრალოდ, მე ვიცოდი, რომ მოდიოდა. საბურთალოელები როდესაც მოვიდნენ, ერთერთი იყო დიჯეი კოკო, რომელიც არ იყო დაქირავებული, უბრალოდ, ჩემი მეგობარია და აქვს თავისი აპარატურა. უნდა დაემონტაჟებინა ეს აპარატურა და ერთერთმა „ნახალოვკელმა“ უთხრა – „დიჯეი, სიმღერა ჩართეო“. რატომ მომიხსენიებ ეგრეო და რაღაცები მოჰყვა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი  ყოფილა“, – აღნიშნა ანი გაბეჩავამ.

გაბეჩავას თქმით, საქმის ერთერთი ფიგურანტი, ვახო ჩიქოვანი ძალიან ნაცემი იყო, მას თავი ჰქონდა ჩატეხილი. მისივე თქმით , მან დაინახა  როგორ ჩაარტყეს ჩიქოვანს ქვა თავში.

„ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი, მართლა ძალიან ნაცემი იყო და გამოიძახეს მგონი სასწრაფო, მაგრამ სად გამოიძახეს და ვინ, არ მახსოვს. ვახო ჩიქოვანი არ ვიცი, ვინ დაპატიჟა. მე არ ვიცნობ ვახო ჩიქოვანს, უბრალოდ ჩემი სკოლელი იყო, ჩემზე უფროსია და უბნელები ვიყავით. არანაირი კონტაქტი არ მქონია არასდროს, სავარაუდოდ, რომელიღაცამ დაპატიჟა, ბიჭებმა, „ნახალოვკელებმა“ და ამოვიდა რამდენიმე ბიჭი მასთან ერთად, რომელსაც არც მე  ვიცნობდი“, – განაცხადა ანი გაბეჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები