ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გახელაძეს „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ. სუს-ში აცხადებენ, რომ წარდგენილი ბრალდებები არალეგიტიმურია. ამავე შეფასებას იზიარებენ გატაცებულის ოჯახის წევრები.
დაზარალებული კლინიკის საკარანტინე ზონაში იმყოფება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ოჯახს არავინ დაკავშირებია.
აღსანიშნავია, რომ გახელაძის გატაცების ფაქტი ეუთო-ს დღის წესრიგში მოწინავე პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები