გორში სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ, გორში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ორი შუახნის მამაკაცი ამ დრომდე გორის სამხედო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, დაჭრილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
„შემოყვანილია ორი შუახნის მამაკაცი. ერთ მათგანს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, გადაყვანილი იქნა შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრამვის რეჟიმში და გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეორე შუახნის მამაკაცი , რომელსაც აღენიშნებოდა მარცხენა მუხლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, მისი მდგომარეობაც მძიმეა“- , განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ცნობისთვის, სისხლიანი დაპირისპირება გორში ვერხვების დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტს წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე, და 236-ე მუხლებით დაიწო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები