“ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას”

“ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის შესაძლო აღძვრასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებების შესახებ განუცხადა.
„არ ვიცი დეტალურად, რა გამოძიება იწყება, გავერკვევი. არჩევნებშ ვართ. რა თქმა უნდა ზოგი პოლიტიკურ ზეწოლაზე ისაუბრებს, ზოგი მედიაზე ზეწოლაზე ისაუბრებს, მაგრამ არსებობს გარემო, როდესაც ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე. არჩევნების ღირსეულად ჩატარება ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების რაღაც ნაწილის მიზანი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენგანის მიზანი, იმიტომ, რომ არჩევნებით შეაფასებენ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ ქვეყანას. ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ როდესაც გვაქვს თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო დემოკრატია. ამ ქვეყანას შეუძლია, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით შემდგომი ნაბიჯი გადადგას და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი უნდა იყოს და არჩევნებს და საპარლამენტო სავარძლებს ნუ გადავაყოლებთ ქვეყანას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები