დაბა კოჯორში სპორტულ-გასართობი ღონისძიება „ექსტრემ(რ)ალი – #გადალახებარიერი გაიმართება

დაბა კოჯორში ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გასართობი ღონისძიება „ექსტრემ(რ)ალი გაიმართება, რომელიც ა(ა)იპ „შენთვის ანუ ყველასთვის“ ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 19 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული აქტივობა მიზნად ექსტრემალური სპორტის, ტურიზმის განვითარების მიმართულებით ოფროუდის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების მიმართ მოტივაციის ამაღლებას ისახავს.
ღონისძიების ფარგლებში, დაბა კოჯორში, სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, კვადროციკლებით შეჯიბრი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილე ერთმანეთს, სწრაფ რბოლაში შეეჯიბრება. რალს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი კრივში, სპარტაკ ლაზარაშვილი და ცნობილი, სპორტული კომენტატორი, დავით ფრანგიშვილი უხელმძღვანელებენ. საღამოს წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი კი, მოწვეულ და ადგილობრივ სტუმრებთან ერთად, შეჯიბრს ცენტრალურ პარკში, პირდაპირი ტრანსლაციით ლედ ეკრანის საშუალებით უგულშემატკივრებს.
ექსტრემალურ შეჯიბრში, 3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებსაც საჩუქრად სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ღონისძიების დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას, დჯ სანი და მოტოსპორტის მოყვარულები შთამბეჭდავ შოუს წარუდგენენ.
პროექტის პარტნიორია, პირველი ქართული გამაგრილებელი სასმელი „კაი“ და ექსტრემალური სპორტის ფედერაცია.

ღონისძიება, კოჯორი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები