სერგეი გავრილოვი “აფხაზეთის კეთილი ნების” ელჩი გახდა

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი “აფხაზეთის კეთილი ნების” ელჩი გახდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოძრაობა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი” 2017 წელს მოსკოვში დაარსდა.

სამ წელიწადში ერთხელ მისი შემადგენლობა იცვლება. საქველმოქმედო მოძრაობის მიზანი სხვადასხვა სახის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაა

ამჯერად, მასში 20 ადამიანი მოხვდა, მათგან 10 ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელია, 10 კი, რუსეთის.

გავრილოვის გარდა, რუსეთის მხრიდან, შემადგენლობაში არიან მომღერლები ნიკოლაი ბასკოვი და ვალერია და სხვა პირები.

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის ის დეპუტატია, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები