მტირალას ეროვნულ პარკში მისასვლელი უმოკლესი გზა რეაბილიტირდა

ხელვაჩაურში, ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 665 მეტრ მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო.
პროექტის განხორციელებისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 321 313 ლარი დაიხარჯა.
არსებული გზის რეაბილიტაციით ბათუმიდან და ხელვაჩაურიდან მტირალას ეროვნულ პარკს ვიზიტორები უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებიც გაუმჯობესდება

.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები