რუხში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
რუხში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია პირველ მოადგილესთან, გიგა ფარულავასთან ერთად გაეცნო.
ზუგდიდს 15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. ავტოპარკი წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსით განახლდება.
ავტოპარკის მოსაწყობად გამოყოფილია 616140 ლარი.