“ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაც, ოფიციალურად, 20 ივლისს დაიწყება.

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. საარჩევნო კამპანიის გახსნა გადაიცემა პირდაპირი ეთერით და უზრუნველყოფილი იქნება ლაივსტრიმი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები