ზაალ კასრელიშვილი: რეგიონში მიმდინარე პროცესები რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების პირდაპირი შედეგია

“რეგიონში მიმდინარე პროცესები რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების პირდაპირი შედეგია”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილი რეგიონში მიმდინარე პროცესებს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების საკითხს გამოეხმაურა.
„რეგიონში მიმდინარე პროცესები რუსეთისა და თურქეთის პოლიტიკური ინტერესების დაპირისპირების პირდაპირი შედეგია. როდესაც პუტინის პოლიტიკური ხელმძღვანლობა მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირს ვეღარ აღადგენდა, მიიღეს კონსტიტუცია, რომლითაც პუტინის ჩრილო კორეული ვარიანტი გააკეთეს. მათ ამბიციები მაინც დარჩათ იმისა, რომ რეგიონში წამყვანი ძალა იყვნენ. პარალელურ რეჟიმში, ამ პროცესებმა შვა თურქეთის ამბიციები და პრეტენზიები, რეგიონში წამყვანი ძალა და გადაწყვეტილების მიმღები იყოს. მათი მოტივაცია არის ოსმალეთის იმპერიის გავლენების აღდგენა იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც იყო თავის “ოქროს ხანის” პერიოდში. ამისთვის თურქეთმა სერიოზული ეკონომიკური რეფორმები გაატარა. ქვეყანა გააძლიერა. გარდაუვალი იყო ეს დაპირისპირება.
აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლა იყო რუსეთზე მორალური დარტყმა, მას აართვეს მსოფლიოში მართლმადიდებლობის ლიდერის ალამი. თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანლობამ მექას ალტერნატივა გააკეთა და, როგორც ჩანს, ერთიანი ისლამური სამყაროს ცენტრის შექმნა აქვს გადაწყვეტილი.
რუსეთს საციცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რომ თურქეთის მზარდი გავლენების ტემპები შეენელებინა. რუსეთმა სომეხს აზერბაიჯანელის მიმართულებით ასროლინა. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლება პუტინის მხრიდან ერდოღანისადმი მოლაპარაკებისათვის გზავნილია. თუ მთლიანად დესტაბილიზაცია უნდა რუსეთს კავკასიაში, გულწრფელად ვუსამძიმრებ, სამარცხვინოდ წააგებს.
საქართველოს ტერიტორია ყველაზე მიუწვდომელი ტერიტორიაა ერთი ქვეყნისთვისაც და მეორე ქვეყნისთვისაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნირი – აშშ. ჩვენი ნაბიჯები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უნდა შევათანხმოთ იმიტომ, რომ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას მარტო ჩვენი შესაძლებლობებით ვერ გავუმკლავდებით“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები