მცხეთის მერიასა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტები, მხარეები განსაკუთრებულ ადგილს დაუთმობენ ქალაქ მცხეთასთან დაკავშირებული საარქივო მასალების აღმოჩენასა და კვლევას. საჭიროების შემთხვევაში მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მასალები გამოქვეყნებას. ასევე დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, მერიისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები