თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც “სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ

“გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე რეალურად გაეშვება” ​, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას განმარტებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც “სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ.

„სოლიდარობის კვლევასთან“ დაკავშირებით ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება. ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ის მედიკამენტები, რომლებიც ჩამოვიდა, უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება “სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ არ გვყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ, რომ ყოფილიყო კვლევა გაშვებული. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითიც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით, წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები