18 ივლისამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს – სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან – 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს – ზოგან ძლიერად.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მშრალ ხევებსა და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლოა, აღინიშნოს 2-3-ბალიანი ღელვა”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.