თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება

თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორამციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილსა და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან კი პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ოთხივე ლოკაციაზე მიმდინარეობს: მერიის, დავით კლდიაშვილის ძეგლის, 9 აპრილის მემორიალისა და რუსთაველის ქ №114-თან არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს რგფ-დან დაფინანსებული 848 800 ლარით შპს “ჯორჯიან სტოუნი” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები