ლუიზა ვინტონი: დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ადამიანების უფლებების სტანდარტების დაცვაში

“ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებისა და ჩვენი პოზიციაა, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ადამიანების უფლებების სტანდარტების დაცვაში”, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა​ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

“ამ საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებისა და ჩვენი პოზიციაა, რომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ ადამიანების უფლებების სტანდარტების დაცვაში, რაშიც გადაადგილების თავისუფლების შესაძლებლობის უფლება შედის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია”, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო “საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით გახშირებულ ინციდენტებს ეხმიანება”.

განცხადებაში ნათქვამია – “მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები და გამოიყენოს რუსეთთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რეგიონული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, ასევე, ჟენევის დისკუსიები ორმხრივ კონსტრუქციულ ჭრილში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით უფრო ენერგიულ განმარტებით სამუშაოებს საკუთარ მოსახლეობასთან, რათა არ დაუშვან საზღვრის უკანონო კვეთის ახალი შემთხვევები”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები