გიორგი გახარია: “მაღალმთიანის” სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, გომის მთას მიენიჭება

“მაღალმთიანის” სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, გომის მთას მიენიჭება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ესენია: გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები.

„ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენს 246 ათას მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს სტატუსს. ეს სამართლიანობა აღდგება. გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები