სოფელ კვირიკეში საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი ეწყობა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კვირიკეს მეურნეობის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქობულეთის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ორკილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. გზასთან ერთად, კეთდება ლითონისა და რკინა-ბეტონის მილები, ბეტონის საყრდენი კედელი და შენდება ერთი ახალი ხიდი.
პროექტის ღირებულება 741 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები