აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 609 888-ს მიაღწია, 305 ათასზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ვირუსს 13 474 პაციენტი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – 287 796, ეგვიპტეში – 83 001, ნიგერიაში – 33 153 და განაში – 24 988.
ლეტალური შემთხვევების სტატისტიკით ასევე ლიდერობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც 4172 გარდაცვლილია, ეგვიპტე – 3935 და ალჟირი – 1018.