ვაჟა-ფშაველას იუბილე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა საზოგადოებას მწერლის სახლ-მუზეუმიდან მიულოცა

დღეს ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მწერლის, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს ფშავში, სოფელ ჩარგალში დაიბადა, სადაც 8 წლამდე იზრდებოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს დიდი მწერლის 159-ე დაბადების დღე ვერ აღინიშნა, თუმცა სოფელ ჩარგალში არსებულ სახლ-მუზეუმს დამთვალიერებლები მაინც სტუმრობდნენ. მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, ეწვიოს იმ სახლს, სადაც ვაჟა-ფშაველა დაიბადა.

სოფელ ჩარგალში დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, ასევე, მწერლები – ტარიელ ხარხელაური და მანანა ჩიტიშვილი იმყოფებოდნენ. გუბერნატორმა ლუკა რაზიკაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს, მწერლებსა და იქ მყოფ საზოგადოებას მწერლის იუბილე პირადად მიულოცა.

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები