ნათია თურნავა: გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, გავუფრთხილდეთ საწარმოებს, ისინი დღეს ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს

“მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მათ შორის, მძიმე მრეწველობის ინდუსტრიაშიც”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რუსთავში „ქართლი ტექსტილის” ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ინვესტორებსა და საწარმოებს, რადგან ისინი ქმნიან პროდუქტს და ასაქმებენ ადამაინებს.

“ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენ ისეთივე უსაფრთხოები უნდა ვიყოთ გარემოსდაცვითი ნორმების შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც ჩვენი კოლეგები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობენ და სპეციალურად გამკაცრდა კანონმდებლობა.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება ახლა ნებისმიერ დარგში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთშეთანხმებით ინვესტორებთან ყველა ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ ერთიც მინდა, ვთქვა, რომ გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, გავუფრთხილდეთ საწარმოებს, ისინი დღეს ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები