ადამიანები, რომელთა ლიდერიც მრავალი გატაცებისა და მკვლელობის ავტორი – ჟორიკა რურუაა, კრიმინალზე საუბრობენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკანასკნელ მიმართვას ეძღვნება, სადაც სააკაშვილი საუბრობს 90-იანი წლებისა და კრიმინალის დაბრუნებაზე მაშინ, როცა დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, 90-იანი წლების ნამდვილი შემოქმედი, იოსელიანთან დაახლოებული პირი, მრავალი მკვლელობისა და გატაცების ავტორი, ჟორიკა რურუაა. ვიდეორგოლში რურუას მიერ დახოცილი თორაძეების ოჯახის გადარჩენილი წევრი საუბრობს და ჰყვება, თუ როგორ დაუმიზნა გიორგი რურუამ მათ იარაღი. სააკაშვილის მიერ 90-იანი წლებისა და კრიმინალის დაბრუნებაზე საუბრის აბსურდულობის, ცინიზმის ხაზგასასმელად ვიდეორგოლში მოყვანილია მისივე პარტიის ერთერთი ლიდერის, გივი თარგამაძის საუბარი კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან, რომელიც უკრაინაში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შედგა და საიდანაც ირკვევა, რომ თარგამაძე “კანონიერი ქურდების” – ლაშა შუშანაშვილის და გია ხმელაძის დახმარებით ითხოვს უკრაინის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სპეციალური კადრების რეგისტრაციას დამკვირვებლების სტატუსით. გავრცელებული ვიდეორგოლი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებზე გვიყვება, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადიოდნენ კრიმანალს, რაც თავისი არსით კრიმინალისა და სახელმწიფოს უფრო მასშტაბური ფორმაა. ამის მაგალითია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსან, პატიმრების წამების ფაქტებში მონაწილე – დავით ჭაკუა, რომელიც გერმანულმა მხარემ დააკავა და ქართულ ხელისუფლებას გადმოსცა. ვიდეორგოლში ასევე საუბარია დავით კეზერაშვილზე, რომელმაც 2007-2008 წლებში, მაშინ – როდესაც ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, 11 მილიონი ლარი მიისაკუთრა პარტნიორებთან ერთად. აქვე ჩამოთვლილია ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები, მათ შორის, გიგი უგულავა, რომელმაც თბილისს 50 მილიონი მოპარა, ჯალათი ბაჩო ახალაია და ჯალათი დათა ახალაია, ასევე, ჯალათი მეგის ქარდავა და ჯალათი ბოკერია, რომელზეც აწ უკვე გარდაცვლილი, სულხან მოლაშვილი ამბობდა, რომ მისი წამების ფაქტს გიგა ბოკერია ესწრებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლი სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასაც მოიცავს, რომელმაც შაქარაშვილის ტრაგედიაში კომპანია ,,ასკანელი ძმები“ დაადანაშაულა, რაც შემდეგ სააკაშვილთან დაკავშირებულმა მედიაკომპანიებმა განავრცეს. ,,ასკანელმა ძმებმა“ კი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ რაგბის კლუბს მათი კომპანია არ აფინანსებს.

როგორც აქამდე მრავალგზის, სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვას ასრულებს დაპირებით, რომ იგი წინა ხაზზე იქნება ოქტომბერში. ამ ფაქტის აბსურდულობის დასადასტურებლად ვიდეორგოლში ასახულია სააკაშვილის ამავე შინაარსის დაპირებები, რომელიც ამ დრომდე არაერთხელ გაუცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები