როდიდან გამოიდარებს შავი ზღვის სანაპიროზე და როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 15 ივლისიდან ზღვისპირეთში წვიმების ინტენსივობა იკლებს და გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებს, მისივე თქმით, კვლავ ნარჩუნდება სუსტი წვიმა.

“დასავლეთ საქართველოში დღეს, 14 ივლისს ნარჩუნდება სუსტი წვიმა, დღის მეორე ნახევარში კი უმეტესად გამოიდარებს. ​

​ზღვისპირეთში ნარჩუნდება სუსტი წვიმა და სიგრილე იქნება. ხვალ, 15 ივლისს დილის საათებში შესაძლოა, ღრუბლიანი ამინდი იყოს, თუმცა შუადღისთვის გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია ასევე მოსალოდნელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით. ​

ხვალ, 15 ივლისს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნარჩუნდება იგივე ამინდი. ხოლო რაც შეეხება 16 ივლისს, უმეტესად ყველგან უნალექო ამინდია, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებს. აქ შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს.

ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 15-16 ივლისს, დაახლოებით, +28-33 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +29-34.

17 ივლისს კი კვლავ წვიმაა მოსალოდნელი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები