სოფო გორგოძე: სამწუხაროდ, აბიტურიენტისთვის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს
“სამწუხაროდ, აბიტურიენტისთვის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აბიტურიენტი ამ ეტაპზე მკურნალობას გადის.
„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხება იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები – მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ, ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს”, – განაცხადა გორგოძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა.