წითელაშვილი: სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყანაში იარაღის კრიმინალური გზებით შემოტანა და სხვა ქვეყნებში გადაყიდვა ხდებოდა

“2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდი ლარი გახდა და ამ მილიარდი ლარით ქვეყანაში იარაღის კრიმინალური გზებით შემოტანა და სხვა ქვეყნებში გადაყიდვა დაიწყეს”, – ამის შესახებ პოლკოვნიკი, ტრისტან წითელაშვილი აცხადებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით წითელაშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.

„ირაკლი ღარბიშავილმაც დაადასტურა ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა იარაღით ვაჭრობა და ე ს ხდებოდა მესამე ქვეყანაში. მე და ჩემი კოლეგები, სამხედრო ექსპერტები 2014 წლიდან ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მოვიპოვეთ დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის იარაღისა და საბრძოლო მასალების შესყიდვა ხდებოდა თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან სხვადასხვა კომპანიისგან, შემდეგ ეს საბრძოლო მასალები რომელ ქვეყანაში ხვდებოდა.
2007 წელს თავდაცვის ბიუჯეტი მილიარდი ლარი გახდა და ამ მილიარდი ლარით დაიწყეს იარაღის კრიმინალური გზებით შემოტანა, შემდეგ – სხვა ქვეყნებში გადაყიდვა. ამას აწარმოებდა სააკაშვილი, ბიძამისი – თემურ ალასანია, კეზერაშვილი. ამ სქემებში ჩართულები იყვნენ გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებიც თავის დროზე მინისტრები იყვნენ. ამ იარაღის შემოტანა სისტემატურად ხდებოდა საქართველოში“, – განაცხადა წითელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები