“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა 14 ივლისს გაიმართება”

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა დღეს აღარ ჩატარდება და საკომიტეტო მოსმენა 14 ივლისს გაიმართება.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს – ჯერჯერობით, პროვაიდერებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ განხილვა დღეს გადაიდოს და 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია “სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი. ასეთი შეხვედრა შედგა შაბათს და ვფიქრობ, კიდევ არის დარჩენილი რესურსი შემდგომი შეთანხმებისთვის”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები