მამუკა სალუქვაძე: რუსეთუმეები და მართლა პუტინის აგენტები ხართ, ქვეყნის წარმატება რომ არ გიხარიათ

“ამაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს მართლა არ ვიცი… ქართველი ექიმების დამსახურებაზე იყო საუბარი და ქვეყნის დადებითი იმიჯით წარდგენაზე. ასე რამ დაგაბოღმათ და გაგამწარათ”,- ამის შესახებ ექსპერტი მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში, “BBC”-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, სადაც აღნიშნულია – “სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, რომ სტატია სახელწოდებით, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, შეკვეთილია”.

“ამაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს მართლა არ ვიცი… ქართველი ექიმების დამსახურებაზე იყო საუბარი და ქვეყნის დადებითი იმიჯით წარდგენაზე ამ სტატიაში. ასე რამ დაგაბოღმათ და გაგამწარათ, ასე ჩახდილები და გაბითურებულები სანამდე ივლით? რუსეთუმეები და მართლა პუტინის აგენტები ხართ, ქვეყნის წარმატება რომ არ გიხარიათ, თქვენი დედაც…”,- წერს მამუკა სალუქვაძე.

ცნობისთვის, „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ მასალაში “BBC”-მ მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უამბო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები