მამუკა სალუქვაძე: გავაკეთოთ შეფასებები, გამოვხატოთ ემოციები, მაგრამ დავანებოთ თავი ამ “კლავიატურის გამომძიებლობასა” და “შერლოკ ჰოლმსობას”

“უმორჩილესად გთხოვთ, გავაკეთოთ შეფასებები, გამოვხატოთ ემოციები, მაგრამ დავანებოთ რა თავი ამ “კლავიატურის გამომძიებლობას” და “შერლოკ ჰოლმსობას”,-ასე გამოეხმაურა ურბანისტი მამუკა სალუქვაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. “მივცეთ საშუალება გამოძიებას შეუფერხებლად წარმართოს გამოძიება, რა თქმა უნდა, საზოგადოების მუდმივი კონტროლისა და მონიტორინგის პირობებში. უკვე მარაზმული ხდება ეს ჩვენი “უბადლო დაკვირვებისა და დედუქციის მეთოდების” საჯაროდ გამოფენა და ჩვენივე ეჭვიანი ბუნების სახალხოდ გამომზეურება, მაშინ, როდესაც ამით სავარაუდოდ ხელი ეშლება გამოძიებას. გვეპარება ეჭვი, ფაქტები და არგუმენტები დავდოთ, ოფიციალურად განვუცხადოთ და ვამცნოთ გამოძიებას, ერთმანეთს რას ვუყვებით, ტელევიზიით რას ვკივივართ, სოცქსელში რას ვიფხანთ გულს? “მაგრები” ვართ რა, დიდუბეში მარშრუტკიდან ჩამოსული პიროვნება ვერ გამოვიცანით, “შკოდა” და “ტოიოტა” ვერ გავარჩიეთ, გიორგის დაზიანებების ჩამოთვლაში ექსპერტიზას დავასწარით და ტყუილები დავახვავეთ, ვინ ვის დაურეკა ვერ გავარჩიეთ, ვინ ვისი მეგობარი იყო იმ ავბედით ღამეს შეკრებილი აზრზე არ ვართ დღემდე, შარვლიანი და შორტიანი ვერ განვასხვავეთ ერთმანეთისგან და ასე უსასრულოდ…არც გამოგვდის და არც ვეშვებით… დავანებოთ იქნებ თავი, ჩვენთვის გამოვიძიოთ თუ ასეთ შესაძლებლობას ვგრძნობთ საკუთარ თავში და შემდეგ შევადაროთ ჩვენი მიგნებები ოფიციალურ ინფორმაციას. საყოველთაო ექსპერტების, ურბანისტების, პოლიტიკოსების, ინფექციონისტებისა და პანდემიოლოგების ეპოქიდან კი შევაბიჯეთ დეტექტივების, გამომძიებლების ეპოქაში, მაგრამ… რა გითხრათ, რით გაგახაროთ”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები