დაზღვეული მოსავლის ღირებულება საქართველოში 134 მილიონ ლარს აღემატება

10 ივლისის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 15 ათას ჰექტრამდეა დაზღვეული, ხოლო დაზღვეული მოსავლის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 14 ათასზე მეტი პოლისი.
აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერთა რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს 40%-ით გაიზარდა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. 6 წლის განმავლობაში ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები