კახა ბექაური: საქართველოს კომუნიკაციების კომისია მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტს აკმაყოფილებს

საქართველოს კომუნიკაციების კომისია მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარდგენისას განაცხადა.

კომისიის თავმჯდომარემ ცვლილების საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შეთავაზებული მექანიზმი არის თეორიულად არსებულ ყველა მექანიზმს შორის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ შემზღუდავი.

„მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში და სინგაპურში გამოიყენება, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი აზრით უფრო მძიმე ჩარევას წარმოადგენს და ამავდროულად ნაკლებ ეფექტური შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ღონისძიება უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან კომისიის გადაწყვეტილების მიზანი არის ავტორიზებული პირის მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელება და არა მისი მმართველობითი ორგანოების წევრების თავისუფლების აღკვეთა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მნიშვნელოვანი ავტორიზებული პირების ბენეფიციარები უმეტეს შემთხვევაში ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებია, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული აღსრულების მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტური და ნაკლებად შემზღუდველი, არსებულ შესაძლო ალტერნატივებს შორის”,- განაცხადა კომიტეტის სხდომაზე კახა ბექაურმა.

ამას გარდა, კომისიის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს და დაინტერესებულ პირებს შეახსენა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება პირველივე ჯარიმის შემდეგ შეუძლია. კანონის ახალი ვარიანტის თანახმად, სპეციალური დროებითი მმართველის დანიშვნის ეტაპი, გაცილებით გვიან, მინიმუმ 4 სანქციის შემდეგ დგება. ამიტომ, აღნიშნული ცვლილება უფრო მძიმე რეგულაციად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღსრულების ასეთ მექანიზმს უკვე იცნობს ქართული კანონმდებლობაც, კერძოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონი, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი და არსებობს ამ მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებიც რეგულირებადი სუბიექტების მიმართ.

გასათვალისწინებელია თავად კომუნიკაციების კომისიის ფაქტორიც, რომელიც არსებული კანონმდებლობით ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოა, რომლის ყველა გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიურად, საჯარო სხდომაზე. კომუნიკაციების კომისიის წევრები არჩეული არიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ და აქვთ მაღალი იმუნიტეტი. ასევე, ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი ვართ ფინანსურად სახელმწიფო ბიუჯეტისგან. საქართველოს კომუნიკაციების კომისია აკმაყოფილებს მსოფლიოში არსებული ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის და დამოუკიდებლობის სტანდარტს, რაც ქმნის კომისიის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების, მათ შორის სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების, მაღალი სტანდარტით მიღების გარანტიას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის აღსრულების უზრუნველყოფის შემოთავაზებული ღონისძიება საჩივრდება სასამართლოში, ანუ გადის სასამართლო კონტროლს. ავტორიზებულ პირებს საშუალება აქვთ გაასაჩივრონ ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება და საქმის არსებით გადაწყვეტამდე ასევე მოითხოვონ აქტის შეჩერება. აქტის შეჩერების მოთხოვნა ავტორიზებულ პირებს შეუძლიათ სარჩელის აღძვრამდეც კი, ხოლო სასამართლოს აქვს ვალდებულება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად სამი დღის ვადაში განიხილოს აქტის შეჩერების საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოთავაზებული აღსრულების ღონისძიებები სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და ყველაზე მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს”,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისია, საზოგადოება

კახა კუჭავა: სპეკულაცია, რომ დღეს საქართველოს სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული, არათუ არასწორია, არამედ მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობაა

„აღმოჩნდა ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით, რომ არათუ რამე არის დამტკიცებული და კანონი მიღებული, ქვეკომიტეტის დონეზე იყო მხოლოდ დაინიცირებული და განხილული ეს საკითხი. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა – სანქციები არ დაწესებულა”,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

„ეტაპობრივად მივყვებით ზუსტად იმას, რასაც ვამბობდით და ვამბობთ კიდეც – დაახლოებით, ნოემბერში, ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, შეიძლება, იანვარ-თებერვალში, გადაიწიოს ამ კანონის საბოლოოდ კენჭისყრამ და დამტკიცებამ, ამიტომ, დრო ძალიან დიდია და სპეკულაცია, რომ დღეს რამე სანქცია დაუწესდა და უკვე გადაწყვეტილება არის მიღებული, არათუ არასწორია, არამედ არის მოსახლეობისთვის დეზინფორმაციის მიწოდების მცდელობა და სიცრუე. დღეს კიდევ გვესმის, რომ სანქციები დაგვიწესდა – სანქციები არ დაწესებულა”,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ განხილვა კომიტეტის დონეზე შედგა და შემდეგ, კანონპროექტი სენატის კომიტეტმაც უნდა განიხილოს, მათ შორის, უნდა მოხდეს შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, რის შემდეგაც, კენჭისყრა პლენარულ სესიაზე გაიმართება. მისივე თქმით, ამ პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ეს განხილვა იყო ქვეკომიტეტის დონეზე, გუშინ იყო კომიტეტის დონეზე. აუცილებელია, ასევე, სენატის კომიტეტმაც განიხილოს. მათ შორის, უნდა მოხდეს აუცილებლად შეთანხმებული ვერსიის წარდგენა, შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე მოხდება ამის არა მხოლოდ წარდგენა, არამედ კენჭისყრა, რასაც კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. ფაქტი, რომ ასეთი ჩანაწერის გაჩენა სურს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც თავიანთი ლობისტების მეშვეობით ცდილობენ, რომ ასე მოხდეს, არის საზიანო ქვეყნისთვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.​

კახა კუჭავა, პოლიტიკა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები