ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი გიგაური არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით – ეს არის ფაქტები და არა – სპეკულაცია

„ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის „საერთაშორისო გამჭირვალობა“ და ქალბატონი გიგაური, არასოდეს დაინტერესებულა ჩემ მიერ ნათქვამი ფაქტებით, ეს არის ფაქტები და ეს არ არის სპეკულაცია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა.

მისი თქმით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციული საქმიანობის შესახებ.

„მზად ვარ, მივაწოდო აბსოლუტურად ყველა დეტალური ინფორმაცია ქალბატონ გიგაურსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაინტერესებულია ანტიკორუფციული საქმიანობით ჩვენი თუ წინა ხელისუფლებისა. საეჭვოა ის ფაქტი, რომ არასოდეს გამოთქმულა არავითარი ეჭვი ყოფილი ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციული საქმიანობის მისამართით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან მიკერძოებულნი, სუბიექტურნი და დაკავშირებულნი ამ პიროვნებებთან“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები