სალომე ზურაბიშვილი ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ლორთქიფანიძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატს, პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ჰააგის სასამართლოში მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები და საქართველოს კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორ გოჩა ლორთქიფანიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, წარმატებები უსურვა მას, მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს მოსამართლეობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი.