“თიბისის” Live-სესიები გრძელდება – ნანა ექვთიმიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – „გრძელი ნათელი დღეები – აქ. ახლა“
“თიბისის” Live-სესიები – „აქ. ახლა“ – გრძელდება.
9 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს რეჟისორის და მწერლის – ნანა ექვთიმიშვილის სესიას “თიბისის” ფეისბუქგვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.
ლაივჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.
სესიის – „გრძელი ნათელი დღეები – აქ.ახლა” ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილი ისაუბრებს შემოქმედებით პროცესზე, რომელსაც ის იდეის დაბადებიდან ფილმის გადაღებამდე გადის; რა ადგილი აქვს ქართულ კინოს მსოფლიო რუკაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებასთან წვდომა. ასევე გიამბობთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც ახალ წიგნსა და ფილმს უკავშირდება.
R