რამდენს და რა შემთხვევაში მიიღებენ ღვინის კომპანიები სუბსიდიას

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ერთი კილოგრამ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. თუმცა, სუბსიდია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მწარმოებელი 1000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს და მიღებული ყურძენი „რქაწითელი“ ან „კახური მწვანე“ იქნება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ყურძნის მინიმალურ ფასი განისაზღვრება ყურძნის ხარისხისა და ადგილწარმოშობის გათვალიწინებით. წელს მთავრობა ყურძნის სუბსიდირებაზე, დაახლოებით, 80 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები წელს 1 კილოგრამ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეში” მინიმუმ 80 თეთრს მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავალი 300 ათას ტონას გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები