აფრასიძეების ოჯახის წევრები და ადვოკატი ირაკლი შოთაძეს ხვდებიან

აფრასიძეების საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, სვანეთში 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა, დოდო აფრასიძე ადვოკატთან ერთად გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გააკეთა.

„გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებზე, რომლებმაც მიიღეს უდიდესი სტრესისა და ენითაღუწერელი სისასტიკის თვითმხილველნი გახდნენ ისინი, არ უზრუნია სახელმწიფოს. საქმის მასალების გაცნობიდან დავადგინეთ, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მიგვაჩნია, რომ საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც აკმაყოფილებს ბრალის წარდგენის სტანდარტს. სამაგიეროდ, ვხედავთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ დღეს კეკლუცობენ ტელეკამერების წინაშე. გვრჩება განცდა, რომ მათ არ აგეს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. გიორგი ბარამიძე, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ ამოღებულია აფრასიძეების ეზოდან გვამები. ჩვენ ვიცით, რომ  მათ მიერ გავრცელებული  არცერთი ინფორმაცია  შეესაბამება სიმართლეს. უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, თუკი არ დაისჯებიან და თუკი გვერჩის სახელმწიფო, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები