ცუცქირიძე: ოპოზიციის მოთხოვნაა, თურქეთთან საზღვარი გაიხსნას, ეს პოპულისტური გათვლაა, ქულების დაწერაზეა მიმართული

“ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ხელისუფლებამ საზღვარი გახსნას თურქეთთან. ეს პოპულისტური გათვლაა, წმინდად ქულების დაწერაზეა მიმართული”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გლობალური პანდემია ბევრ გაკვეთილს ატარებს და, მათ შორის, ერთერთი საზღვრების გახსნისა და ჩაკეტვის პრინციპია.
„მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ჩვენი ეკონომისკის ზრდისა და განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი წამყვანი ვექტორი იყო ტურისტული ინდუსტრია. ბუნებრივია, ტურიზმის გახსნა, ერთი მხრივ, პოზიტიური ფაქტორია, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე – სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით. როცა საუბარია ხოლმე, რომ გაიხსხნა საზღვრები სხვა ქვეყნებთან – ვიცით, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა არის, ხელისუფლებამ საზღვარი გახსნას თურქეთთან. ეს პოპულისტური გათვლაა, წმინდად ქულების დაწერაზეა და რატომ – თურქეთში სხვადასხვა მოსავლის აღების სეზონია, ერთჯერადი სამუშაოებია და ბევრი ადამიანი გასულ წლებში საქართველოდან თურქეთში მიდიოდა, იღებდა შესაბამის შრომის ანაზღაურებას. მაგრამ თემა ის არის, რომ გლობალური პანდემია ატარებს ბევრ გაკვეთილს. ერთერთია საზღვრების გახსნისა და ჩაკეტვის პრინციპი. მაგალითად, როცა ევროკავშირმა გამოაცხადა არაწევრ 14 ქვეყანასთან საზღვრის გახსნა, დავაკვირდეთ ერთ რამეს – 14 ქვეყანას შორისაა საქართველო, ყველა ქვეყანა არაა ჩამონათვალში, რატომ? თუნდაც ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან რატომ არ გახსნა საზღვარი? ერთადერთი რამის გამო – ეს 14 ქვეყანა და მათ შორის საქართველო მათთვის ჩაითვალა ყველაზე დაბალი რისკის ზონად. აქ საუბარია კორონავირუსის მეორე ტალღის რისკებზეც . ყველა ცდილობს, ეს მეორე ტალღა თავიდან აიცილოს. ეს არის პრინციპი. დანარჩენი, რომ გაიხნას საზღვარი ცალმხრივად, ვიმეორებ, ეს არათუ არასწორია, არამედ წმინდად პოპულისტურია, ნაკლებად ორიენტირებულია ჩვენს მოსახლეობასა და, ზოგადად, სახელმწიფო ინტერესებზე. როცა ოპოზიცია ასეთ გადაწყვეტილებებს ახმოვანებს, შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს არის ცუდი ამთთვისაც და ატარებს ახალი ბოლშევიზმის ნარატივს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები