„ცარიელ ტილოს რომ ვუყურებ, ფერებს ვხედავ“ – მოხატული კედლები, უფასო ვიდეოგაკვეთილები და შთაგონება მუსიკით… 

თბილისში დაიბადა. ხატვის  სიყვარული 5 წლის ასაკში აღმოაჩნდა. 7 წლისა  სამხატვრო გალერეაში შეიყვანეს, 8 წლისამ  კი სწავლა სამხატვრო სკოლა ათწლედში გააგრძელ.
შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა დაზგური ფერწერის მიმართულებით  და  რამდენიმე წლის შემდეგმაგისტრატურა.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გათხოვდ, ოჯახმა, შვილებმა დრო აღარ დაუტოვეს ხატვისთვის, 8 წლის შემდეგ კი ხატვამ ისევ შეახსენა თავი. ამბობს, რომ მას შემდეგ გაათმაგებულად  მუშაობ.
შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად გადაწყვიტა, ცოდნა გაეზიარებინა იმ ბავშვებისათვის, ვისაც ხატვის წრეზე ან პედაგოგთან სიარულის საშუალება არა აქვს, შექმნა ბლოგი, სადაც აქვეყნებს ვიდეოგაკვეთილებს.
პირველი კლასიდა დღემდე გამოფენებსა და სხვადასხვა საღამოში მონაწილეობს.
ორი პერსონალური გამოფენის ავტორია.  – ანი გემაზაშვილის, გემას პერსონა.

დედასთან ერთად

– გავიზარდე თბილ და მზრუნველ ოჯახში. ყველაფერი მქონდა, რომ ბავშვობა ლაღად და ბედნიერად გამეტარებინა. ერთადერთი, რაც მაკლდა მაშინაც და ახლაც, დედმამიშვილია, ყოველთვის ვოცნებობდი დაზე ან ძმაზე და შემიძლია ვთქვა, რომ მშობლებმა მხოლოდ ეს დამაკლეს.
მამა, სამწუხაროდ, აღარ არის ცოცხალი, მაგრამ დედა ისევ ისე, ჩემ გვერდითაა და ისევ ისე გულშემატკივრობს ჩემს შემოქმედებას, როგორც ბავშვობაში. ხშირად უთქვამს: დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი, როგორ დგახარ მოლბერტთან და ხატავო. დედის გული ყველაფერს გრძნობს, ეს შინაგანი სასურველი ინტუიციაც აუხდა და ამისთვის ბევრიც იშრომა ჩემთან ერთად..
პირველი ნახატები
– გუშინდელ დღესავით მახსოვს 5 წლის ასაკში ფლომასტერებით შესრულებული ჩემი პირველი ნახატი, რომელსაც „ჭიანჭველების ოჯახი“ დავარქვი. იდგა დედა, მამა და შვილი ჭიანჭველა. ჭიანჭველები ყავისფერში იყო დახატული, ხოლო მიწა ოხრა ტონალობებში.
7 წლისა სამხატვრო გალერეაში დადიოდით (კონკასთან)… რა შეგძინათ იმ პერიოდმა?
– ძალიან მნიშვნელოვანი რამ – მუსიკის სიყვარული.
..გვახატინებდნენ სიჩუმეში, მუსიკის ფონზე (ძირითადად, კლასიკას) და სწორედ მაშინ ჩაილექა ჩემში მუსიკის სიყვარული. ვერ წარმომიდგენია ხატვა უმუსიკოდ. მუსიკით ვიღებ ყველაზე დიდ ინსპირაციას და ყველანაირი მოგონება დამახსოვრებული მაქვს სხვადასხვა მელოდიით. ადამიანებს უმეტესად ვაფასებ იმით, თუ რას უსმენენ, რა დონეზე უყვართ მუსიკა, ხოლო ხატვით, დღემდე, ისევე როგორც 7 წლის ასაკში, ვარ ჩემთვის, სიჩუმეში, მელოდიებთან ერთად. უმუსიკოდ ხატვა ძალიან მიჭირს და თითქმის არც არასდროს ვხატავ მის გარეშე.
 სამხატვრო სკოლა ათწლედის დასრულების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სწავლობდით, რომელიც დაზგური ფერწერის მიმართულებით დაამთავრეთ…  რატომ აირჩიეთ ეს სპეციალობა?

გია გუგუშვილთან, ქეთი მატაბელთან და მეგობრებთან ერთად

– ფერწერის ძირითადი გამომსახველობითი საშუალება ფერია. მე კი ფერებს ვგრძნობ, ფერები მეკონტაქტებიან, მენახვებიან. ცარიელ ტილოს რომ ვუყურებ, ფერებს ვხედავ, რასაც უბრალოდ ემოციურად მივყვები… სწორედ ამიტომაც – ფერწერა!
8-წლიანი წყვეტა გქონდათ ოჯახის შექმნის გამო…. ბოლოს ისევ განაგრძეთ ხატვახომ არ ფიქრობთ, რომ ახალი პერიოდი დაიწყო?
– ძალიან კარგი შეკითხვა დამისვით. ამაზე ხშირად მიფიქრია და დიახ, ვფიქრობ, რომ ახალი პერიოდი დაიწყო.
.თუმცა სანამ ახალ პერიოდზე ვისაუბრებ, ორიოდე სიტყვით მინდა გავიხსენო ძველი პერიოდი და ვახსენო ჩემი ძალიან ძვირფასი პედაგოგი, ბატონი გივი თოიძე, რომელმაც  საკმაოდ კარგი სკოლა გამატარა. საწყის ეტაპზე მასთან ერთად ვმუშაობდი სახელოსნოში, რამაც უფრო მეტად გამიმძაფრა ფერწერის სიყვარული. სახელოსნოს შემდეგ იყო ჩემი პედაგოგი ბაკალავრიატშიც და მისი პედაგოგობის პერიოდი მნიშვნელოვან თარიღებად ინახება მეხსიერებაში. თუმცა 8-წლიანმა წყვეტამ თავისი საქმე გააკეთა და შემდეგ ყველაფერი ხელახლა გასავლელი გამიხდა.

მოსწავლეებთან  – სამხატვრო სკოლაში მუშაობის პერიოდი

ახალ ეტაპზე პირველი პედაგოგი ჩემი ძველი სამხატვრო სკოლის დირექტორი, ბატონი ნოდარ მუმლაძე აღმოჩნდა, რომელმაც გამახსენა ყველაფერი ძველი და აკადემიური სწავლება ხელახლა გავიარე.
შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და იქ შემხვდნენ ძალიან კარგი პედაგოგები, მათგან გამოვარჩევ  ჩემს ფავორიტ და საყვარელ პედაგოგებს, ქალბატონ ქეთი მატაბელს, გიორგი ჩაჩანიძეს და ქალბატონ ხათუნა ხაბულიანს. მათგან ვისწავლე და გავიგე იმდენი საინტერესო რამ, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერასდროს გავიგებდი და აღმოვაჩენდი.
საბოლოოდ კი, ჩემს ნამდვილ გარდამსახველად მომევლინა უძვირფასესი პედაგოგი, გამორჩეული მხატვარი და ბრწყინვალე ადამიანი, ბატონი გია გუგუშვილი. მასთან სწავლების პერიოდში რადიკალურად შეიცვალა სამყარო მხატვრობაში. ყველაფერი უფრო მეტად საინტერესო, სასიამოვნო და ემოციური გახდა, რაც დღემდე გრძელდება. ახალგაზრდა ხელოვანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რჩევებს და სწორი გზის ჩვენებას. სწორედ ეს მომცა მასთან ურთიერთობამ,  რისთვისაც მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ!
  შექმენით ბლოგი, სადაც ვიდეოგაკვეთილებს აქვეყნებთ და ხატვას ასწავლით ბავშვებს, რომლებსაც  არ აქვთ დრო ან საშუალება,  იარონ ხატვის წრეზე ან პედაგოგთან...

ნამუშევარი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუსთვის

– როდესაც მესამე შვილი შემეძინა, დიდი პერიოდი სახლში ვიყავი და ვზრდიდი პატარას. სახლიდან თითქმის არ გავდიოდი და მალე ვიგრძენი, ძალიან დამაკლდა ხალხთან ურთიერთობა. მინდოდა ურთიერთობა მქონოდა ადამიანებთან, მაგრამ ისე, რომ მათთვის რამე სასარგებლო გამეკეთებინა.
ერთ დღეს უბრალოდ მომივიდა იდეა, ჩამეტარებინა უფასო ხატვის გაკვეთილები ბავშვებისთვის და მოყვარულებისთვის. დავიწყე ლაივჩართვები. ვხსნიდი გულით და თან – ყველა წვრილმანს.
სიმართლე გითხრათ, მეგონა სულ 10-15 ადამიანი ამყვებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში უკვე საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავდა. ვამაყობ იმით, რომ არცერთი რეკლამა არ გამიკეთებია ჩემი ფეისბუქის ბლოგზე და მაყურებლები თავისით დამემატნენ და მემატებიან დღემდე.
უამრავმა ადამიანმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ვერასოდეს დახატავდნენ, ხატვა დაიწყო. ხატავს ასევე ძალიან ბევრი ბავშვი. მე კი ვთვლი, რომ ხატვა ყველაზე დიდი არტთერაპია და სიმშვიდეა. რაც უფრო მეტი ადამიანი დახატავს, მეტი სითბო და სიყვარული იქნება.

გალერეა „არტტენტის“ ღონისძიება – We must be free

ბლოგმა უამრავი სითბო მომცა. ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც შენი საქმე არ მოსწონთ და გაკრიტიკებენ, მაგრამ ჩემს ბლოგზე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უარყოფითი ემოციები, თითქმის არ არსებობს.
ხშირად აქვეყნებთ თქვენი მოსწავლეების შემოქმედებას...
– ჩემი მოსწავლეები არიან, ძირითადად, ვირტუალური მოსწავლეები და თითქმის ყველა ასაკის – როგორც ბავშვები, ასევე უფროსები.
ბავშვებმა რომ ხატვა დაიწყეს, მშობლებიც ჩაერთვნენ და საბოლოოდ ბევრმა მშობელმა დამოუკიდებლად განაგრძო ხატვა.
ვიდეოგაკვეთილების ატვირთვის შემდეგ მიგზავნიან თავიანთ ნამუშევრებს და მეკითხებიან რჩევებს. საბოლოოდ ნამუშევრებს ვფენ ფეისბუქის გვერდზე, რათა სხვებმაც ნახონ, გაიცნონ ერთმანეთი და დააფასონ ერთმანეთის შემოქმედება.
10 წლის თიკუნა ბარიხაშვილმა დაგხატათ...
– ძალიან თბილი და გულწრფელი შესრულებაა. გამოგზავნის ფორმაც საკმაოდ ემოციური იყო. აქვე მინდა ვისარგებლო ამ შეკითხვით და მადლობა გადავუხადო ორ ბავშვს, დათუნა ხარაიშვილს და თეკლა სესიტაშვილს. დათუნას ნახატი ალამაზებს ჩემს „იუთუბს“, ხოლო თეკლას ნახატი – ჩემი ფეისბუქის გვერდის ქავერს. ეს ნახატები უძვირფასესია ჩემთვის.
– „ვხატავ კედელზე ყვავილებსასეთი წარწერა აქვს თქვენს ვიდეოებს. რამდენად ინტენსიურად გეხმაურებიან მსურველები?
–  დიდი ობიექტების მოხატვის შეკვეთებს ხშირად მაძლევენ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც მასშტაბი დიდია, დიდი ენერგიისა და ემოციის ჩაქსოვა მიწევს და ეს სულიერად მავსებს. მაგრამ ვხატავ მხოლოდ მაშინ, როდესაც დამკვეთი ჩემს შეხედულებებს ითვალისწინებს და არ მზღუდავს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს  კონკრეტული სურვილი და ამას მეც ვითვალისწინებ, მაგრამ თუ მოსახატი თემა ჩემთვის მიუღებელია ან უგემოვნო, ამ შემთხვევაში შეკვეთას არ ვღებულობ.
ორი პერსონალური გამოფენის ავტორი ხართმონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში, ახლახანთბილისი მოლშიგამართულ გამოფენაშიც მონაწილეობდი
– ბევრ გამოფენაში ვმონაწილეობდი და ყველა გამოფენა არის თავისებურად საინტერესო და გამორჩეული ჩემთვის. მიჭირს კონკრეტულის გამორჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ვნერვიულობ ხოლმე, მინდა ჩემი შემოქმედება უმრავლესობამ გაიგოს.
როდესაც ხატავ, მაგალითად, ვაშლს და ეს ვაშლი ყველამ იცის, როგორია, ამას ყველა იგებს და გასაგები ხდება, რომ ვაშლი ვაშლია. მაგრამ მე ვთვლი, რომ ბუნება უკვე ისედაც შექმნილია, დახატულია და ბუნებიდან აღებული, უბრალოდ მოპარულია სხვისი ნახატიდან. ამიტომაც ჩემი ნამუშევრები ნაკლებად ასახავს გადახატულ ობიექტებს.
ჩემს ნამუშევრებში ჩემი ფიქრები და ჩემი თვალით დანახული სამყაროა. სწორედ ამიტომაც ამის აღქმა ყველას არ შეუძლია. მე კი მინდა, უმრავლესობას ეს ესმოდეს.. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ გამოფენაში მივიღო მონაწილეობა, რათა ჩემი ხედვა უფრო გასაგები და გასააზრებელი გავხადო.
ოჯახი, შვილებითუ უყვართ შვილებს ხატვა?

დედასთან ერთად

– შვილებს ხატვას არ ვასწავლი. ვთვლი, თუ ექნებათ სურვილი, რომ ხატონ, თვითონ მომაკითხავენ. ჩემი მეუღლე კი მაქსიმალურად მიწყობს ხელს. მამამთილიც მხატვარია და მისთვის ეს უცხო არ ყოფილა არასდროს. ძალიან აფასებს ხელოვნებას და უყვარს, როცა ვხატავ. სჯერა ჩემი შემოქმედების და მისი გვერდში დგომა ჩემი შემოქმედების მოტივაციაა. მისი არსებობა მაძლევს ხატვის ხალისსა და ენერგიას.
ჰობი
– ჰობი იცვლება განწყობის მიხედვით. წელიწადში რამდენჯერმე ძველი ჰობისადმი ინტერესი მეკარგება, ახლის მიმართ კი ინტერესი მიჩნდება. ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის კითხვა, ცეკვა, მოგზაურობა და კულინარია.
სამომავლო გეგმები.
– ვგეგმავ გამოფენას, რისთვისაც მზად ვარ და უახლოეს თვეებში გავმართავ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

„შთაგონება“. ტილო/ზეთი. 25X30. გაიყიდა აუქციონზე „რედისონ ქოლექშენში“

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები