სოფელ ანდრიაწმინდაში სასმელი წყლის შიდა ქსელი ეწყობა

ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები