ბორჯომის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 907 985 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ექვს თვეში 907985 ლარის დაფინანსება გასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტმა დახმარება 2900-მდე ბენეფიციარს გაუწია.

“357700 ლარი 480 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 470 ბენეფიციარი 105370 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4- და მეტშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, ასევე, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები