“ახალგაზრდობის სააგენტო” გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია

“ახალგაზრდობის სააგენტო”, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და ის გეგმური აქტივობები განიხილეს, რომლებიც განსახორციელებელია.

საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმა შეიქმნება, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადდება.

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. ახლახან დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები