კელი დეგნანმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა

გორს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სტუმრობს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა, ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია USAID-ის პროექტის – “ზრდა” დაფინანსებით გასულ წელს განხორციელდა.

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა  გადავუხადო აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა“ –  და ეუთო-ს როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებითვის”,  – აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ელჩთან შეხვედრისას.

პროექტი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც.

ელჩთან ერთად, ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის – “ზრდა“ წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები