კენიაში საჯარო სკოლები 2021 წლამდე არ გაიხსნება
კენიაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, დაწყებითი და საშუალო სკოლები 2021 წლის იანვრამდე არ გაიხსნება.
ამის შესახებ ქვეყნის განათლების სამინისტროში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ წელს საშუალო და დაწყებითი განათლების ატესტატის მიღებაზე გამოცდები არ ჩატარდება.
როგორც ქვეყნის განათლების მინისტრმა, ალბერტ მაგოხიმ აღნიშნა, უნივერსიტეტები ინდივიდუალურად გაიხსნება.
7 ივლისის მდგომარეობით, კენიაში კორონავირუსის 8 067 შემთხვევაა გამოვლენილი, 164 პირი გარდაიცვალა, ხოლო 2 414 განიკურნა.