პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018″ და მარანი „დიმნა” (იმერეთი)- „ძელშავი 2017″; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018″ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019″, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019″ და „ლაპატი ვაინსი”, „კიდევ ერთი პეტ ნატი” (ქართლი) – 2016″.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჟიურის ღვინის მაგისტრი, ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანლობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა.
კონკურსზე ქართული ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია Malinova-მ წარადგინა.
ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.