წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ – ვარაზ გაბედავამ და მოადგილემ – მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 897 269 ლარია, შპს ,,პალადა“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად 3.5 კილომეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტი, ორ ეტაპად, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები