ილია ბეგიაშვილმა სამცხე-ჯავახეთის ინფრასტრუქტურა მოინახულა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობას სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

“2020 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში გამოყოფილი იყო, დაახლოებით, 33 მილიონ ლარამდე თანხა, რამაც საშუალება მისცა რეგიონს, 51-მდე პროექტი დაეგეგმა და განეხორციელებინა. მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს. თუ სადმე ჩამორჩენა და გრაფიკის ცვლილებაა, მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო 2 თვეს იძულებულები ვიყავით, პროექტები შეგვეჩერებინა. მიუხედავად ამისა, როგორც კი მოგვეცა საშუალება პროექტების განახლებისა,  ძალიან სწრაფად მოხდა კომპანიების მიერ ხელახლა მობილიზაცია და დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. იმედი მაქვს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, წარმატებულად დასრულდება. მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ხელმძღვანლობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია, რაც მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას, პროექტები მორგებულია რეგიონის საჭიროებებს”, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

როგორც თავად ბეგიაშვილი ამბობს, რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: ქალაქ ნინოწმინდის ძერჟინსკისა და ბაღრამინაის ქუჩების მოასფალტება, თბილისის, გაგარინის და ლერმონტოვის ქუჩების მოასფალტება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, ქალაქ ახალციხეში ცხრა აპრილისა და რუსთავლის ქუჩის რეაბილიტაცია, სკვერის რეაბილიტაცია, კოსტავას, ნათენაძის, დიდიმამიშვილისა და შალვა ახალციხელის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, #1 საბავშვო ბაღი, ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულდა-მიახნიკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, არაგვა, გომნააოსა და ბუღაშნის გზის რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები