სომეხი პოლიტოლოგი: თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტერმინი “სომხების გენოციდი” გამოიყენა
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეილი მაკენანმა 6 ივლისს ბრიფინგზე აშშ-ში საპროტესტო აქციების შეფასებისას თქვა, რომ ვანდალიზმის მსხვერპლი სომეხთა გენოციდის მემორიალი გახდა.
როგორც აშშ-ის კვლევების სომხური ცენტრის დირექტორმა, სურენ სარქსიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამრიგად, ტერმინი, რომელსაც აქამდე გაურბოდნენ (შემთხვევით თუ გამიზნულად), იქნა გამოყენებული თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ.
პოლიტოლოგი წერს – “ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი აღნიშნულს უნდა გამოეხმაუროს და მადლიერება გამოთქვას ისტორიული მოვლენების სწორი შეფასებისთვის”.
Armenia Today წერს, რომ 6 ივლისის ბრიფინგზე მაკენანმა დენვერში სომეხთა გენოციდის მემორიალის მიმართ ვანდალიზმზე ისაუბრა, მან მემორიალი იმ ძეგლებს შორის ახსენა, რომელთა მიმართ საპროტესტო აქციების დროს ვანდალიზმის ფაქტები მოხდა.