დავით ჩიკვაიძე აბიტურიენტებს: დადგება დრო, თქვენ ახალ სიტყვას იტყვით და საჭირო ადგილს დაიკავებთ ცხოვრებაში
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და მათ წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ განცხადებას მერია ავრცელებს.
“დღეს, 6 ივლისს საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო.
ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს ვუსურვებ დიდ წარმატებებს ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო და საინტერესო ეტაპზე!
იმედი მაქვს, ეროვნული გამოცდებზე ონის მუნიციპალიტეტის აბიტურიენტებს ჩვეული წარმატება ექნებათ, ასევე, დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის პერიოდში მიღებული ხარისხიანი განათლების შემდეგ საკუთარ გამოცდილებას, შესაძლებლობებს, ნიჭსა და უნარებს გონივრულად მოახმარენ მშობლიურ მუნიციპალიტეტსა და ჩვენს ქვეყანას .
თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა. დადგება დრო, თქვენ ახალ სიტყვას იტყვით და საჭირო ადგილს დაიკავებთ ცხოვრებაში.
ჩვენ გვჯერა თქვენი!
კიდევ ერთხელ წარმატებები მინდა, გისურვოთ ამ გზაზე!
მუდამ თქვენი გულშემატკივარი და მეგობარი
დავით ჩიკვაიძე
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი”, – ნათქვამია ჩიკვაიძის განცხადებაში.