“მჯერა თქვენი წარმატების” – არჩილ ჯაფარიძე აბიტურიენტებს მიმართავს

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, არჩილ ჯაფარიძე აბიტურიენტებს მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს გამოცდების ჩაბარებაში.

ჯაფარიძე აბიტურიენტებისთვის მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“დღეიდან ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები ერთიან ეროვნულ გამოცდებს შეცვლილი წესებით აბარებენ. მსურს, ჩემი საუკეთესო სურვილები გადავცე თითოეულ მათგანს, მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატება ვუსურვო! ყოველთვის განსაკუთრებულია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა, რეგიონის განვითარების შესახებ თქვენი ხედვის გაზიარება. მჯერა, რომ შემდგომში საკუთარ პროფესიას მხარის განვითარებას მოახმართ, დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას ღირსეულად გაართმევთ თავს. მჯერა თქვენი წარმატების.

როგორც ყოველთვის, წელსაც საუკეთესო შედეგებს ერთად ვიზეიმებთ, კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები